აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა წყალარინების სისტემების მოსაწყობად სამუშაო პროცესები
აქტიურად მიმდინარეობს.
პროგრამის პარალელურად, საპროექტო დაბებსა და სოფლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო აქტივობების
განხორციელება.
აჭარაში პროგრამის წარმატებით განხორციელების და საპროექტო დაბებსა და სოფლებში სკოლის
მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის, წყალმომარაგების და წყალარინების საკითხების შესახებ ინფორმაციის
გაცნობის მიზნით, სკოლებში ეკოკლუბების შექმნა იგეგმება.
აჭარის მასშტაბით სკოლებში ეკოკლუბების შექმნასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დისტანციურ შეხვედრას სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, აჭარის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტების
საგანმანათლებო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და გერმანული საკონსულტაციო
კომპანია MACS-ის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.